Pages

Wednesday, February 14, 2018

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებლები დასახელდნენ

მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები 2017 წლის საქმიანობის შედეგებს აჯამებენ. დარგის გიგანტების რეიტინგში რამდენიმე კომპანია მოხვდა, - წერს BBC. 

ბევრი საავტამობილო ექსპერტი პირველობას Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსს ანიჭებს. 2016 წელს ფრანგულ-იაპონურმა კომპანია Renault-Nissan-მა Mitsubishi შთანთქა, ხოლო 2017 წლის სექტემბერში სახელწოდება Renault-Nissan-Mitsubishi-ით შეიცვალა.

კომპანიის მონაცემებით, 2017 წელს მათ 10,61 მილიონი მსუბუქი ავტომობილი და მცირეტონიანი სატვირთო ავტომობილი გაყიდეს. კომპანიაც და მასთან ერთად ბევრი ექსპერტიც გაყიდული ავტომობილების რაოდენობით ლიდერად სწორედ Renault-Nissan-Mitsubishi-ს მიიჩნევენ.

იმავდროულად, გერმანულმა Volkswagen-მა განაცხადა, რომ 2017 წელს რეკორდული რაოდენობის, 10,74 მილიონი ავტომობილი გაყიდა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მედიასაშუალება და დარგის პეციალისტი პირველ ადგილს მაინც Renault-Nissan-Mitsubishi-ს, ხოლო Volkswagen-ს მეორე ადგილს ანიჭებენ. საქმე ის არის, რომ ეს რეიტინგი არ ითვალისწინებს დიდი სატვირთო ვტომობილების და ავტობუსების გაყიდვას. Volkswagen-ი კი თავისი გაყიდვების ანგარიშში ითვალისწინებს მათ შორის დიდი სატვირთო ავტომობლების რეალიზაციასაც. ამიტომ ის მედია საშუალეები, რომლებიც ამ ნიუანსს არ ითვალისწინებენ გაყიდვების მხრივ ლიდერად Volkswagen-ს ასახელებენ.

არსებობს კიდევ ერთი სტატისტიკა, რომელსაც ავტომწარმოებლების საერთაშორისო ორიგანიზაცია (OICA) ქმნის. ის მსოფლიოში სატრანსპორტო საშუალებების გაყდვებზე ყველაზე სრულ ინფორმაციას წარმოადგენს. აქ არის ხოლმე მონაცემები, როგორც მსუბუქი ავტომობილების, ასევე მცირეტონიანი სატვირთო მაქნანების, ავტობუსების და დიდი სატვირთო ავტომობილების გაყიდვების შესახებ. მაგრამ OICA-ს 2017 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment