Pages

Friday, February 2, 2018

გორში 17 ბაღის გამგეს სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება


გორში, შესაძლოა, 17 საბავშვო ბაღის გამგე გაათავისუფლონ. რადიო "მოზაიკასთან"საუბრისას, გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა თქვა, რომ საბავშვო ბაღის გამგეს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი. 
მისივე თქმით, გორისა და გორის მუნიციპალიტეტის 17 საბავშვო ბაღის გამგეს შესაბამისი აკადემიური განათლება არ გააჩნია. 
"მათ აქვთ გოგებაშვილის სახელობის კოლეჯი დამთავრებული, თუმცა მათი დიპლომები, სავარაუდოდ, არ უთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს" - თქვა სუხიშვილმა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment