Pages

Friday, February 2, 2018

თბილისის ქუჩებში მოსიარულე შიშველი კაცი, 200 ლარით დაჯარიმდა

საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდა კაცი, თბილისის ქუჩებში შიშველი სიარულისთვის, 200 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ on.ge წერს.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით დააჯარიმეს.
ამ მუხლით, საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედება, რაც გამოიხატება საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესების აშკარა უპატივცემულობით და იწვევს ადამიანისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას (სექსუალური ხასიათის ქცევა, სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, საზოგადოებრივ ადგილებში ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება), ისჯება ჯარიმით 100-დან 200 ლარამდე.
შიშველი ახალგაზრდას ფოტოები და ვიდეოები სოციალური ქსელის საშუალებითაც გავრცელდა.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment