Pages

Thursday, February 22, 2018

2 თვეში ბათუმის დანაგვიანებისთვის 1320 ლარის ჯარიმა დაიწერა

ბათუმის ქუჩების დანაგვიანებისთვის, ბოლო ორ თვეში, შპს "სანდასუფთავებამ" 1320 ლარის ჯარიმა გამოწერა.  აქედან ყველაზე დიდი საჯარიმო სანქცია, 1000 ლარი, სუპერმარკეტ "იალჩინს" დაეკისრა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
შპს "სანდასუფთავების" ცნობით, ძირითადად, სუპერმარკეტებისა და მაღაზიების წარმომადგენლები ჯარიმდებიან. ისინი ქალაქში დიდი ზომის მუყაოს ყუთებს სანაგვე ურნებში ან მის გვერდით ათავსებენ, რაც აბინძურებს ქუჩებს და არღვევს საყოფაცხოვრებო ნარჩენების განკარგვის შესახებ საკრებულოს დადგენილებას. 
2017 წელს, შპს სანდასუფთავების ინსპექტორებმა 2110 ლარის საჯარიმო ქვითარი გამოწერა, აქედან ყველაზე მსხვილი სანქცია  თევზისა და ცენტრალურ ბაზრობებზე მოდის. ჯარიმები იწერება სამშენებლო კომპანიებზეც, რომლებიც სამშენებლო ნარჩენების გატანის წესს არღვევენ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment