Pages

Thursday, February 22, 2018

ჩაბუქი: არსებობს საფრთხე, რაზეც ხმამაღლა ვერ ვილაპარაკებ

დემირელის კოლეჯის მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის თქმით, მისი დაპატიმრების შემდეგ მისი მეუღლისა და შვილების მიმართ მუქარის შემცველი გზავნილები განხორციელდა და საქართველოს მთავრობამ ისინი დაუცველი არ დატოვა. თუმცა არსებობს საფრთხე მის მიმართ, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ილაპარაკებს. 

"მადლობელი ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ, შესაბამისმა ორგანოებმა  დაუცველად არ დატოვა ჩემი ოჯახი. ეს ფაქტი საპატიმროში დიდ სულიერ ძალას მაძლევდა. დღეს, მიუხედავად ჩემი გათავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც ისევ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. შესაბამის სამსახურს ვთხოვ, კიდევ ერთხელ გამოიჩინოს გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად, გარკვეული დროით მეც ჩამრთონ დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“, - განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი 19 თებერვალს სასამართლომ 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა,  
პროკურატურა 10 000-ლარიანი გირაოს მოითხოვდა. პროცესს ჩაბუქის მეუღლე, ამერიკელი კონგრესმენები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უწყება გააანალიზებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment