როგორც მიმინოშვილი აღნიშნავს, ცნობარი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, ხოლო რეგისტრაცია თებერვლის ბოლოს, მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება.
„ცნობარი აბიტურიენტებისთვის, მალე მზად იქნება. ახლა შინაარსობრივ ნაწილზე ვმუშაობთ და პროცესი ფაქტობრივად უკვე ბოლოსკენ მიდის.
„რაც შეეხება რეგისტრაციას, ცხადია, ჯერ ცნობარი დაიბეჭდება და რეგისტრაციას მერე დავიწყებთ, ვინაიდან ამ პერიოდამდე აბიტურიენტები უკვე ინფორმირებულნი უნდა იყვნენ.
„ვფიქრობთ, რომ აბიტურიენტების რეგისტრაციას უკვე თებერვლის ბოლოსკენ ან მარტის პირველ რიცხვებში დავიწყებთ“, – განაცხადა მიმინოშვილმა.
edu.aris.ge
No comments:
Post a Comment