Pages

Saturday, February 17, 2018

თურქეთის სასამართლომ სამ ოპოზიციონერ ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა


თურქეთის სასამართლომ, ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციაზე მუშაობის ბრალდებით, სამ ოპოზიციონერ ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

საუბარია ჟურნალისტებზე ნაზლი ილიჯაქი, მეჰმეტ ალთანიზე და მის ძმაზე აჰმეტ ალთანიზე. აღნიშნულ პირებს ბრალად ედებოდათ საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის მცდელობა. 


https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/


ბრალდების მხარე ასევე ამტკიცებდა, რომ ისინი სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებდნენ და ახლო კავშირები ჰქონდათ პუტჩისტებთან და ფეთჰულაგ გიულენის ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან. 2016 წლის 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე აღნიშნული პირები სავარაუდო პუტჩზე საუბრობდნენ ერთ-ერთ თოქ-შოუში. 
ipn.ge

No comments:

Post a Comment