წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ინფორმაციით, ბოლო სამ წელიწადში ორგანიზაციიდან 20 თანამშრომელი სექსუალური ხასიათის გადაცდომებისთვის გაათავისუფლეს. ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.
საუბარია საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ სექსუალური ხასიათის ძალადობისა და ბავშვებით ე.წ. "ვაჭრობის" შემთხვევებზე.
ორგანიზაციის მიერ 2006 წელს მიღებული ქცევის კოდექსის თანახმად, "წითელი ჯვრის" თანამშრომლებს ეკრძალებათ სექსუალური მომსახურებითა და ადამიანთა ექსპლუატაციით სარგებლის მიღება.
"წითელ ჯვარს" მსოფლიოში 17 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment