Pages

Saturday, February 24, 2018

ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულებს ოკუპირებული ტერიტორიიდან არ უშვებენ


ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუგლებული ქართველები ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.
ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა, რომ მათ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, არ უბრუნებენ პირადობის მოწმობებსა და “საშვებს”.
გამგებლის ვარაუდით საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მათ გადასვლას აჭიანურებს, რადგან შიშობენ, რომ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის რეალურ მიზეზზე ისაუბრებენ.
ქუტაშვილი და პავლიაშვილი 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად გაიტაცეს.
23 თებერვალს, გაამთენიისას , დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
დაკავებული ორი ქართველი რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment