იმედი გვაქვს, რომ 24 თებერვლამდე თავისუფალი იქნება ჩემი მეუღლე. ამ იმედით სავსე მივდივართ აქედან", - ამის შესახებ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ცოლმა თუბა ჩაბუქმა სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის შემდეგ თქვა. სახალხო დამცველი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატებს და მეუღლეს ოფისში შეხვდა:
"შევხვდით ქალბატონ ნინოს და გავუზიარეთ ჩვენი მდგომარეობა, ის ისედაც საქმის კირსში იყო და კიდევ ერთხელ დაგვპირდა რომ ამ საქმეს თვალ-ყურს მიადევნებს და იტყვის ყველგან ჩემი მეუღლის შესახებ. ახლა რამდენიმე დღე დარჩა მხოლოდ და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 24 თებერვლამდე თავისუფალი იქნება ჩემი მეუღლე. ამ იმედით სავსე მივდივართ აქედან", - თქვა თუბა ჩაბუქმა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სწორედ 24 თებერვალს ეწურება. ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, პროკურატურას ექსტრადირების თაობაზე სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს:
"სახალხო დამცველთან შეხვედრის დროს გავიარეთ ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხი და მოვისმინეთ სახალხო დამცველის პოზიცია. კერძოდ, ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ გამოხატა მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექტრადირება და ამის თაობაზე იმედი გვაქვს, რომ იგი გააკეთებს საჯარო განცხადებასაც", - აღნიშნა სოსო ბარათაშვილმა.
დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე

imedinews.ge
No comments:
Post a Comment