Pages

Thursday, February 1, 2018

ჩაბუქის ექსტრადირების დაწყების შემთხვევაში ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს


თუკი მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების პროცედურა დაიწყება, სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს და თავის პოზიციას დააფიქსირებს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ჩაბუქის ოჯახთან და ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ თქვა.
"ექსტრადირების პროცესი შესაძლოა უახლოეს მომავალში დაიწყოს. ჩაბუქს გასდის პატიმრობის წინასაექსტრადიციო ვადა თებერვალში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან არ დაექვემდებაროს პირი ექსტრადირებას იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი ალბათობით ის შეიძლება გახდეს არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს, იქნება ეს ადგილობრივი სასამართლოების დონეზე თუ საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი მიმართვის გზით, რათა ეს ადამიანი არ დაექვემდებაროს ექსტრადირებას. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც სასამართლოსადმი მეგობრის ინსტიტუტი, ასევე შეგვიძლია მათ დავეხმაროთ საერთაშორისო ისნსტიტუტებში, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცესში და წარვადგინოთ სტრასბურგის სასამართლოში სასამართლო მეგობრის პოზიცია", - აცხადებს ნინო ლომჯარია.
დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.
7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს უარი ძალაში დატოვა. საქმე სააპელაციოში გასაჩივრდა, რომელმაც ასევე უარი უთხრა ჩაბუქს მოქალაქეობის მინიჭებაზე. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment