ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე არსებულმა ვულკანმა სინაბუნგმა 7 კილომეტრის სიმაღლეზე ფერფლი ამოაფრქვია. თავად ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 2,4 კილომეტრია. ამოფრქვევას მიწისძვრა მოჰყვა, ასევე მიმდებარე სოფლებზე მცირე ზომის ქვები ცვიოდა. ფერფლისგან სოფლებში დაბნელდა და ხილვადობა 5 მეტრამდე შემცირდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. imedinews.ge
No comments:
Post a Comment