31 მაისს დინამო არენაზე “ბორჯღალოსნები “ ფრანგ “ბარბაროსებს” დაუპირისპირდებიან. ეს იქნება ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული რაგბის ქომაგებს ეროვნული ნაკრების თამაშის ხილვა ზაფხულში შინ შეეძლებათ.
მატჩის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდა.
მატჩის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდა.
„ზაფხულის პერიოდში ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების თამაშების ცოცხლად ხილვის შესაძლებლობას მოკლებულია. გვსურდა მათთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა, ფრანგები გვერდში დაგვიდგნენ და 31 მაისს თბილისში, "დინამო არენაზე" "ფრანგი ბარბაროსების" ძლიერ გუნდს ვეთამაშებით“ - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.
საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა ქართული რაგბის მიმართ პატივისცემა დაადასტურა და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:
„საქართველო ევროპულ და მსოფლიო რაგბში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და აქედან გამომდინარე, საფრანგეთის რაგბის კავშირი დიდი სიხარულით დათანხმდა ამ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვას.”
ფრანგებმა შარშან "მაორი ოლ ბლექსს" მოუგო. ეს გუნდი თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდ როლს იკავებს ფრანგულ რაგბში და 2017 წლიდან საფრანგეთის რაგბის კავშირმა "ფრანგ ბარბაროსებს" მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი მიანიჭა.

imedinews.ge
No comments:
Post a Comment