Pages

Tuesday, February 13, 2018

საქართველოში ვენახების კადასტრის შედგენაში პორტუგალიელი ექსპერტი ჩერთო

ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის შესრულებაში პორტუგალიელი ექსპერტი ანა ლუჟი ჩაერთო. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, ანა ლუჟი 2018-2019 წლებში ღვინის ეროვნულ სააგენტოში კონსულტანტად იმუშავებს. 
ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. პროცესი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო გამოცდილებასა და თანხვედრაშ უნდა იყოს ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან. 
კადასტრის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია; რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში აღირიცხა 886.9 ჰა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818,2 ჰექტარი ვენახი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული.
საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment