უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა განაცხადა.
„ეკა ზღულაძემ უარი თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვით. დღეისთვის ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე“, – განაცხადა გრიმჩაკმა.
ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ეს პოსტი მან 2016 წლის მაისში დატოვა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment