ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის „უნიკახამ“ შინ „მურსია“ 78:67 დაამარცხა.ქართველი ცენტრი კი მატჩის MVP გახდა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ყოფნის პერიოდში 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია, რაც მალაგელთაგან საუკეთესო შედეგი გახდა.
“უნიკახა” 12 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს “ბარსელონასთან” და “ბასკონიასთან” ერთად იყოფს.
შემდეგ მატჩს შერამინის გუნდი 10 თებერვალს, შენგელიას “ბასკონიასთან” გამართავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment