პირს, რომელიც აქტიურ სარეზერვო სამსახურში იქნება, მისი სახელფასო ანაზღაურება საშუალოდ 3582 ლარი იქნება. ამის შესხებ ipn-ი წერს.
თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული თანხა მოიცავს 2090 ლარს (წ/სარგოს 20%-ი წლის განმავლობაში) და 1492 ლარს (წ/სარგოს 100%-ი 45 დღეში).
სამინისტროს დღევანდელი ფინანსური გაანგარიშების მიხედვით, რეზერვისთვის დადგენილი წლიური დანახარჯი 1492 ლარია. ახალი პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ხარჯთან მიმართებაში დანახარჯების ზრდა 2090 ლარი იქნება.
ცნობილია ისიც, რომ აქტიური სარეზერვო სამსახური ნებაყოფლობითი იქნება, ამასთან წელს პირველ ეტაპზე 260 ადამიანის მიღება იგეგმება.
თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის და მობილიზაციის ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა.სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.
კონცეფციის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს “მობილიზაციის შესახებ“ კანონშიც. კერძოდ, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად ვეღარ შეიტანს, ასევე აღარ ექნება მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment