„დღევანდელი მონაცემებით, 268 შემთხვევა გვაქვს საქართველოში. განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა ფიქსირდება აჭარაში - 65-70% კონცენტრირებულია სწორედ აჭარაში, მაგრამ უკვე თბილისშიც იმატებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს ჩაიტარონ იმუნიზაცია და დაიცვან, როგორც საკუთარი თავი ასევე მომავალი თაობა.
„წითელას საწინააღმდეგო აცრა ბევრ ბავშვს სამწუხაროდ გამოტოვებული აქვს. ძალიან დეტალური ანალიზი მიმდინარეობს ყველა ბაღში, ყველა სკოლაში აცრილი არიან თუ არა ბავშვები. მაგრამ ამავე დროს წითელა დიდი პროცენტით გვაქვს მოზრდილებში, განსაკუთრებით 20-დან 40 წლამდე ასაკის მოზრდილებში და განსაკუთრებით ქალბატონებში.
ქალბატონებიდან, ვინც აპირებს შვილის გაჩენას, აუცილებელია იყოს წითელაზე აცრილი, რამეთუ, თუ დედა აცრილი არ არის, ან არ აქვს გადატანილი წითელა, როდესაც აჩენს შვილს, ახალშობილს არ გადაეცემა ეს იმუნიტეტი და დაახლოებით 17% დღევანდელი შემთხვევებისა გვაქვს 1 წლამდე ბავშვებში. წითელა ორსულობის პერიოდში, ან ახალშობილში არის ძალიან სერიოზული დაავადება - ორსულობის პერიოდში ნაყოფზე ძალიან სერიოზული ზემოქმედება აქვს ან 1 წლამდე ბავშვებში ძალიან დიდია პროცენტი ისეთი გართულებების, როგორიცაა შუაყურის ანთება, პნევმონია და სხვა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ipn.ge
No comments:
Post a Comment