Pages

Friday, February 16, 2018

ხულო-ზარზმის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა აპრილში დაიწყება

მეოთხე დღეა ხულო-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია, მიზეზი რამდენიმე დღის წინ განვითარებული მეწყერია, სადაც მიწის მასამ გზის 92 კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ჩახერგა, შეფერხებულია გადაადგილება.
მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს, სადაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტითაა შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის მერი სააგენტო "აიპრესსთან" აცხადებს, რომ სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება.
"სპეციალისტები თვის დასკვნას დადებენ, თუმცა მიმაჩნია, რომ გზის გაფართოებას მეწყერი პრობლემას არ შეუქმნის. თუ საჭირო გახდება დამატებითი ჩარევა, ესტაკადას მოაწყობენ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მარტის ბოლოს ხელშეკრულება გაფორმდება დაშემდგომში უკვე აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება სამუშაოები",-აცხადებს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა მელაძე.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment