ფიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მყოფი კანადის წარმომადგენელი ავტომობილის გაძარცვაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ კანადური მედია წერს. კორეის პოლიციის ინფორმაციით, დეივ დანქენი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც ავტომობილი გაიტაცა. მეორე ვერსიით, თავისუფალი სტილით მოთხილამურე სპორტსმენს თან მეუღლე და მეგობარი ახლდა.
მომხდარი კანადის ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტრა. 35 წლის ათლეტი პოლიციამ უკვე გაათავისუფლა. სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონჩანგში ზამთლის ოლიმპიური თამაშები 9 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment