შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჩვიდმეტმა თანამშრომელმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარა. მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გუდაურში ჩატარდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამთო ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
ტრენინგის მონაწილეებმა ტექნიკური სრიალი, დაბრკოლებების ზოლის გადალახვა, დაშავებულის ევაკუაცია, თოვლში ღამის თევა და მთაში ტაქტიკური გადაადგილების ხერხები შეისწავლეს.
სასწავლო კურსის მიზანი იყო სამთო კურორტებზე უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით და „Ski patrol”-ის მიმართულებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლება.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment