Pages

Friday, February 23, 2018

ავღანეთში ორი აფეთქება მოხდა. არიან დაღუპულები

ავღანეთის სამხრეთ ნაწილში, ჰელმანდის პროვინციაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. დაზიანებულია ორი ტელეარხის შენობა. ინფორმაციას სააგენტო “პაჟვაკი“ ავრცელებს.
ცოტა ხნით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულშიც აიფეთქა, რა დროსაც ასევე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ტელეარხი 1TV News-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელის აფეთქებით დაზიანება ექვსმა ადამიანმა მიიღო.
გაეროს მონაცემებით, გასულ წელს ავღანეთში დაიღუპა 3,5 ათასი ადამიანი, 7 ათასზე მეტი კი დაშავდა.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment