Pages

Monday, February 5, 2018

აშშ-მა ერაყიდან ჯარის გაყვანა დაიწყო


ბაღდადის მიერ ერაყში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ აშშ-მა ქვეყნიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს
ბოლო 1 კვირის განმავლობაში ერაყიდან ავღანეთში თვითმფრინავებით ათობით ჯარისკაცი გადაიყვანეს. მათი ზუსტი რიცხვი არ კონკრეტდება.
მედიის ცნობით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და ერაყის ხელისუფლებამ ჯარის გაყვანის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
შეთანხმების თანახმად, ერაყის ტერიტორიაზე მხოლოდ 4000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რომლებიც ადგილობრივ სამხედროებს მოამზადებენ.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ერაყის შეიარაღებული ძალებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია.

აშშ-მა პირველი ავიადარტყმების მიტანა "ისლამურ სახელმწიფოზე" ერაყში 2014 წლის აგვისტოში დაიწყო და მომდევნო წლებში სერიოზულ მხარდაჭერას უწევდა ერაყის არმიას ყველა მთავარ გამარჯვებაში, მათ შორის მოსულის გათავისუფლებაში, რომელიც ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment