Pages

Thursday, February 1, 2018

ქობულეთის მერი თანამშრომლებს გაუფრთხილებლად ამოწმებს

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე დაქვემდებარებულ დაწესებულებებს გაუფრთხილებლად ესტუმრა. მერმა სამუშაო პროცესი „ქობულეთის ტრანსრეგულირებაში“, "ქობულეთის სოფლის წყალსა" და სოფელ ხუცუბნის მუსიკალური სკოლა გადაამოწმა. ინფორმაციას tv25-ი ავრცელებს.
აღმოჩნდა, რომ მერის ვიზიტისას, ექვსი თანამშრომელი, სამუშაო საათებში, სამსახურში არ იყო. მერმა დაწესებულებების ხელმძღვანელებს რეკომენდაცია მისცა, - გამოიყენონ დისციპლინარული ხასიათის ღონისძიებები. 
"დაგეგმილი გვაქვს ამ დაწესებულებების საქმიანობის ოპტიმიზაცია. სწორედ ამ გეგმის ნაწილია მათი საქმიანობის შესწავლა. ვიზიტის დროს გაიკვა, რომ რამდენიე თანამშრომელი შრომით მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებდა" - თქვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
ქათამაძის თქმით, გადამოწმების მიზნით, სხვა დაწესებულებში ვიზიტს სამომავლოდაც გეგმავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment