ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე დაქვემდებარებულ დაწესებულებებს გაუფრთხილებლად ესტუმრა. მერმა სამუშაო პროცესი „ქობულეთის ტრანსრეგულირებაში“, "ქობულეთის სოფლის წყალსა" და სოფელ ხუცუბნის მუსიკალური სკოლა გადაამოწმა. ინფორმაციას tv25-ი ავრცელებს.
აღმოჩნდა, რომ მერის ვიზიტისას, ექვსი თანამშრომელი, სამუშაო საათებში, სამსახურში არ იყო. მერმა დაწესებულებების ხელმძღვანელებს რეკომენდაცია მისცა, - გამოიყენონ დისციპლინარული ხასიათის ღონისძიებები.
"დაგეგმილი გვაქვს ამ დაწესებულებების საქმიანობის ოპტიმიზაცია. სწორედ ამ გეგმის ნაწილია მათი საქმიანობის შესწავლა. ვიზიტის დროს გაიკვა, რომ რამდენიე თანამშრომელი შრომით მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებდა" - თქვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა.
ქათამაძის თქმით, გადამოწმების მიზნით, სხვა დაწესებულებში ვიზიტს სამომავლოდაც გეგმავს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment