Pages

Friday, February 23, 2018

სურმას ტომში ქალებს ტუჩებს უხვრეტენ რომ გათხოვდნენ

აფრიკაში, ეთიოპიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სუდანისა და კენიის საზღვართან, სამყაროსგან უზარმაზარი მთებით იზოლირებულ ტერიტორიაზე შავკანიანთა ნახევრად მომთაბარე ტომი -სურმა ბინადრობს, რომელიც სულ რაღაც 28 ათასს აბორიგენსაერთიანებს.მძიმე კლიმატური პირობების და რთული რელიეფის, გაუვალი გზებისა და  ინფრასტრუქტურის არ არსებობის წყალობით, მცირერიცხოვანი სურმა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლოებით მოცულ და ანთროპოლოგებისთვის ნაკლებად შესწავლილ ტომად რჩება, თუმცა, აბორიგენებს სულაც არ ანაღვლებთ გარე სამყაროსთან კონტაქტის დეფიციტი, ცივილიზაციის მიღწევებიდან კი, მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატს სცნობენ და იმ მატერიალური სიკეთით - ჩალის ქოხებით, შინაური პირუტყვით და პრიმიტიული შრომის იარაღებითაც კმაყოფილი არიან, რაც გააჩნიათ.
"ჩვენ სხვებზე უკეთესი ვართ, არ გვყავს მბრძანებელი, არ ვემორჩილებით არავის და საკუთარი თავისუფლებით ვტკბებით", - ამბობენ სურმას ტომის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ თავს უცხოპლანეტელების შთამომავლებად მიიჩნევენ. ისინი ორიგინალური მორთულობით იმოსებიან და უცნაური ნახატებით იჭრელებენ სხეულადგილობრივები ამბობენ, რომ თუ გოგო ტუჩს არ გაიხვრეტს, ის ვერ გათხოვდება და არც ოჯახი მიიღებს საქონელს. (სურმას ტომში ქალს საქონელში ცვლიან)
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment