Pages

Sunday, February 18, 2018

,,ქინძმარაულის" თანამშრომლები ხელფასის დარიგების მოთხოვნით აქციას მართავენ

ამ წუთებში ყვარელში კომპანია ,,ქინძმარაულთან" ხმაურია. საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი თანამშრომელი სახელფასო დავალიანებების გაცემას ითხოვს.
როგორც თანამშრომლები ამბობენ, კომპანია 6 თვის დავალიანების გაცემაზე უარს ამბობს, რის გამოც ადგილობრივები სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრებიან.
"მოსახლეობა ულუკმაპურდ დაგვტოვეს. სოფელ ახალსოფელში ნაკვეთები 150, 200 და 300 ლარებში იმ მიზეზით გაგვაყიდინეს, რომ ჩვენ დავსაქმდებოდით. ასეც მოხდა, მაგრამ ნახევარი წლის წინ ბრიგადერები სამახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს და ჩვენ ხელფასების გაცემაზე უარი გვითხრეს. არ გავჩერდებით, ვენახებში არავის შევუშვებთ, თუ ხელფასებს არ გადაგვიხდიან, რადგან ის ჩვენი გაშენებულია"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილობრივები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.
მოსახლეობის პრეტენზიებზე კომპანია "ქინძმარაულში" კომენტარს ჯერ არ აკეთებენ
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment