Pages

Sunday, February 18, 2018

ExpoGeorgia-ში კარიერის დაგეგმვის ღონისძიება გაიმართება

დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში“- ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის 27 თებერვალს გამოფენა მოეწყობა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამოფენების ცენტრში „ExpoGeorgia” კარიერის დაგეგმვის ღონისძიება გაიმართება.
გამოფენის მიზანია სტუდენტების ინფორმირება და ტურიზმის ინდუსტრიის უკეთ გაცნობა. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროს წევრი 25-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის, წამყვანი სასტუმროები და ტურისტული კომპანიები.
გამოფენის დროს სტუდენტებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ, გაეცნონ მათ საქმიანობას, დაგეგმონ კარიერა და გაიგონ, თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ტურიზმის სფეროში.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment