Pages

Saturday, February 17, 2018

Hollywood Reporter ქართულ კინოს სტატიას უძღვნის

ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. კინოფესტივალის გახსნის დღეს ქართულ კინოს გამოცემა Hollywood Reporter-ი ვრცელ სტატიას უძღვნის.
სტატიის ავტორი წერს, რომ პრესტიჟულ ფესტივალებზე ბოლო წლებში ქართული კინოს ბუმია. აქვე ავტორს რამდენიმე ფილმი აქვს ჩამოთვლილი: ”სიმინდის კუნძული”, ”გრძელი ნათელი დღეები”, „სხვისი სახლი“, „მძევლები”. სტატიაში საუბარია რეჟისორს თინათინ ყაჯრიშვილსა და მის ახალ ფილმზე ”ჰორიზონტი”.
თინა ყაჯრიშვილი საერთაშორისო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ ახალი ფილმით მეორედ ბრუნდება და ფესტივალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექციაში პანორამას მთავარი მონაწილეა. „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა გუშინ 16 თებერვალს შედგა. წერია სტატიაში.
Hollywood reporter-ის სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თინა ყაჯრიშვილის ოჯახური დრამები ფსიქოლოგიური და ემოციური ფილმებია.
წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა გერმანელი რეჟისორი ტომ ტიკვერი. 
ჟიურის წევრები კი Moonlight-ის პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრანსი, რეჟისორი ჩემა პრადო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და ცნობილი იაპონელი კომპოზიტორი რიჩი საკამოტო არიან.
ბერლინალეზე ქართული კინო სხვადასხვა პროგრამაშია წარმოდგენილი. ანა ურუშაძის  „საშიში დედა“ ბერლინალეს კრიტიკოსთა პრესტიჟულ კვირეულს გახსნის.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment