Pages

Saturday, February 17, 2018

ქურთების არმია სირიელ სამხედროებთან მოლაპრაკებებს უარჰყოფს

ქურთების სახალხო თავდაცვითი რაზმები არ აწარმოებენ არავითარ მოლაპარაკებას აფრინში სირიელი არმიის შემოსვლასთან დაკავშირებით, -  ამის შესახებ ერთ-ერთმა მეთაურმა როჟჰატ როჟმა განაცხადა.  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.   
“იმის შესახებ, თითქოს ჩვენ მზად ვართ სირიელი სამხედროები აფრინში შემოვუშვათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ არ გვიწარმოება არავითარი მოლაპარაკება სირიის ხელისუფლებასთან და შესაბამისად არავითარი შეთანხმება არ მომხდარა”, – აღნიშნა როჟჰატმა.
24 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქურთთა სახალხო თავდაცვითი რაზმები მხარს უჭერდენ სირიის არმიას აფრინში, სადაც ახლა საბრძოლო მოქმედებებს თურქეთი აწარმოებს.
პირი, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ქურთთა წარმომადგენელი იყო, აცხადებდა, რომ ქალაქში ქურთმა მოსახლეობამ ხელში იარაღი თავდაცვის გამო აიღო, - ისინი სირილას თავიანთ მტრად არ მიიჩნევენ და ქვეყნის ტერიტორიაზე თავაინთი სახელმწიფოს დაარსებასაც არ აპირებენ.
თურქეთმა სირიაში ტანკები 21 იანვარს შეიყვანა. კერძოდ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. 
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ვაშინგტონი მზად არის თურქეთს "უსაფრთხო ზონის" შექმნა შესთავაზოს სირიის საზღვართან, სადაც ახლა სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში  დაასრულებენ. 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment