Pages

Monday, March 19, 2018

მარკ ცუკერბერგმა 1 დღეში 6 მილიარდი დოლარი დაკარგა

Facebook-ის აქციები 8%-ით შემცირდა, ხოლო მისმა დაამარსებელმა მარკ ცუკერბერგმა 1 დღეში 6 მილიარდი დოლარი დაკარგა.
CNBC-ის ცნობით, ამის მიზეზი სკანდალი გახდა. საქმე ეხება Facebook-ის მიერ სოციალური ქსელის მომხმარებელთა პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის გადაცემას Cambridge Analytica-სთვის, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ეხმარებოდა.
მიუხედავად ამისა, ცუკერბერგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კვლავ მეოთხე ადგილს ინარჩუნებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის დამფუძნებლისგან აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო ორგანოები ჩვენების მიღებას ითხოვენ.
პარასკევს Facebook-მა განაცხადა, რომ კომპანია Cambridge Analytica-ს სოციალური ქსელის მომხმარებელთა მონაცემებთან წვდომა შეუზღუდა. ორივე კომპანია აცხადებს, რომ მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ ჩაუდენიათ. 
მასაჩუსეტსის შტატის გენერალურმა პროკურორმა მარა ჰელეიმ Facebook-ისა და კომპანია Cambridge Analytica-ს წინააღმდეგ გამოძიება 18 მარტს დაიწყო. Cambridge Analytica თავს იცავს და უარყოფს იმას, რომ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის დროს Facebook-ის მონაცემებს იყენებდა. დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ სოციალური ქსელი Facebook-ი აწარმოებს პირად გამოძიებას საკუთარი თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპოვეს. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment