ჰარვი და რობერტ ვაინშტეინების დაარსებული საპროდიუსერო კომპანია Weinstein Co ბანკროტად გამოცხადდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი იუწყება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი მზად არიან აქტივები Lantern Capital-ს მიჰყიდონ. ამ კომპანიას Weinstein Co-ს აქტივებში 400-დან 500 მილიონამდე დოლარის გადახდა შეუძლია.
7 მარტს ინვესტორების ჯგუფმა, რომელსაც Weinstein Co უნდა შეეძინა, გარიგებაზე უარი თქვა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ აუდიტმა კომპანიის 50-მილიონიანი დავალიანება გამოავლინა.
2 მარტს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძმებ ჰარვი და რობერტ ვაინშტეინების კომპანია ნახევარ მილიარდ დოლარად გაიყიდა.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, გასულ კვირას კი ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხე
imedinews.ge
No comments:
Post a Comment