2017 წელს ბიზნესექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6.3 % ით გაიზარდა და 660 100 ათასი კაცით განისაზღვრა.
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,4% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე.
საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2367,5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6 %-ით მეტი).
2017 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1241,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 111,1 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 909,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 90,3 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1270.0 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1378.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1132.7 ლარი.
საშუალო ბიზნესი – 1378.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1132.7 ლარი.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment