რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში 7 ადამიანი გაზით მოიწამლა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. მოწამლულებიდან ერთი მცირეწლოვანია. ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს.
ადგილზე გამოიძახეს სასწარფო სამედიცინო დახმარების 2 ეკიპაჟი. 4 ადამიანს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, 3 მათგანი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"სოკარ ჯორჟია გაზი"-ს რუსთავის სერვის ცენტრში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა, კომპანიაში განმარტეს, რომ ბინაში წყალგამაცხელებელი არასწორად იყო დამონტაჟებული .
imedinews.ge
No comments:
Post a Comment