2017 წელს, მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა. გასულ წელს, მთიანი აჭარის პოპულარულ ტურისტულ მარშრუტებზე არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ ობიექტებსა და მუზეუმებს 46 592 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 98%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. ინფორმაციას Ipress-ი ავრცელებს.
გასულ წელს, ვიზიტორებისთვის პოპულარული იყო მაჭახელას, ქედისა და ხულოს ტურისტული მარშრუტები თავისი ტურისტული ადგილებითა და ღირსშესანიშნაოებებით.
პროცენტული ზრდა ასეთია:
+204 % ქედის ტურისტული მარშრუტი
+71% მაჭახელას ტურისტული მარშრუტი
+78% ხულოს ტურისტული მარშრუტი
+71% მაჭახელას ტურისტული მარშრუტი
+78% ხულოს ტურისტული მარშრუტი
აქედან, ყველაზე მეტი 20 298 ვიზიტორი ქედაში არსებულ ღვინის მარნებსა და ტურისტულ ადგილებს, 18 626 ვიზიტორი ხულოს, ხოლო 7 668 მაჭახელას სტუმრობდა.
ვიზიტორების რაოდენობა 32%-ითაა გაზრდილი მაღალმთიან აჭარაში მარშრუტებზე არსებულ მუზეუმებში. წლის განმავლობაში მაჭახელას, ხულოსა და ქედის მუზეუმებს 15 286 ადამიანი სტუმრობდა. ვიზიტორების მატებაა კვების ობიექტებსა და ტურისტულ ობიექტებშიც.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვიზიტორების სტატისტიკა ტურისტულ მარშრუტებზე არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, მარნების, კვების ობიექტების, მუზეუმებისა და ფოლკლორული ანსამბლების მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment