Pages

Friday, March 2, 2018

კვლევა: წელის გარშემოწერილობის სიდიდე ქალებში გულის დაავადებების რისკფაქტორია

წელის გარშემოწერილობის სიდიდე ქალებში გულის დაავადებების რისკფაქტორია. კვლევა საერთაშორისო ჯანმრთელობის ინსტიტუტმა ჩაატარა. ამის შესახებ BBC წერს
ნაშრომში წერია, რომ წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობა თუ ერთნაირ პროპორციებში არ ჯდება უფრო მეტად მავნეა და გულის დაავადებების გამომწვევია, ვიდრე ზოგადი სიმსუქნე ქალებში (88 სმ-ზე მეტი) 18% და კაცებში (102 სმ-ზე მეტი) 6%. მკვლევარებმაა 40-დან 69 წლამდე 500 000 ბრიტანელი გამოკითხეს.
კვლევამ გამოავლინა, რომ თუ სხვეულის საერთო წონის ინდექსი (BMI) დაშვებულ მაჩვენებელზე მაღალია ორივე სქესში რისკის შემცველია და გულის დაავადებებისკენ არის მიდრეკილი. 
მკვლევარებმაა 40-დან 69 წლამდე 500 ათასი ბრიტანელი გამოკითხეს. 
გულის შეტევის სიმპტომებია: 
- მკერდის არეში ტკივილი
- სხეულის სხვა ნაწილში ტკივილის შეგრძნება
- თავბრუსხვევის შეგრძნება
- ოფლიანობა
- სუნთქვის ნაკლებობა 
- გადაჭარბებული მღელვარების შეგრძნება (პანიკის მსგავსი) 
- ხველება, ხიხინი 
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment