“როგორც ჩანს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ნულები შეეშალა," - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამჭვირვალობის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის სამინისტრომ პიარისთვის 2013-2017 წლებში 3 მილიონ 800 ათასი ლარი დახარჯა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობას ნულები შეეშალა. მაგალითად, შარშან 317 ლარი დაიხარჯა საკუთრივ პიარაქტივობისთვის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხებოდა. რაც შეეხება ამ მიმართულებას, არიან თანამშრომლები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და ხელფასები ეძლევათ", -განაცხადა სერგეენკომ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელისუფლების "პიარისთვის" საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment