Pages

Saturday, March 3, 2018

ქუცნაშვილი მსურველებს სნოში, პატრიარქის დედის საფლავის მონახულებას სთავაზობს

დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივით, დედის დღის აღსანიშნავად, მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დედისხსოვნას პატივს მიაგებენ. ამის შესახებ დეპუტატი ინფორმაციას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
როგორც ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, ეს არის სახალხო ინიციატივა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„12:00 საათზე ნებისმიერ ადამიანს ვიწვევთ სოფელ სნოში, რომ ერთად მივაგოთ პატივი თანამედროვეობის ყველაზე დიდი ქართველის, მისი უწმინდესობის დედის ხსოვნას. შემოგვიერთდებიან ადგილობრივი მოხევეებიც და მეუფე იაგუდიელი პარაკლისს გადაიხდის“ - აცხადებს ქუცნაშვილი.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment