ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის, სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთში აღმოსავლეთის ქარი 13-18 მ/წ მ, 25 მ/მწ დაქროლვით ფიქსირდება. სინოპტიკოსების განმარტებით ქარის სიმძლავრე საღამომდე ნელ-ნელა დაიკლებს, თუმცა მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
მათივე ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლზე, ზღვის ღელვის მომატება ხვალიდან დაფიქსირდება და 4-5 ბალს მიაღწევს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები გამოდარებას 31 მარტიდან ელოდებიან.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment