მეცნიერებმა უჩვეულოდ გამჭვირვალე მატერიის მქონე გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც დაახლოებით ირმის ნახტომის ზომის არის. ამ აღმოჩენას ასტროფიზიკოსებისთვის შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ობიექტს, რომელსაც პირობითად NGC1052-DF2 უწოდეს, ერთი შეხედვით შავი მატერია არ აქვს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, NGC1052-DF2 პირველი ხილული, გამჭვირვალე გალაქტიკა იქნება.
დღეს არსებული თეორიით, გალაქტიკის უდიდესი ნაწილი შავი მატერიისგან შედგება, თუმცა ამის რეალური დადასტურება მეცნიერებს ჯერ არ აქვთ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment