Pages

Saturday, March 31, 2018

პრესა: ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელები აკრძალულ თამბაქოს იყენებენ


Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისის საფეხბურთო ლიგებში ფეხბურთელები ე. წ. “სნუსის” (Snus) – თამბაქო კვამლის გარეშეს მოიხმარენ.
სნუსი” მცირე ზომის ტომარაში მოთავსებულ თამბაქოა, რომელსაც ზედა ტუჩსა და კბილებს შორის იდებენ. ასეთ ტომარაში ნიკოტინის კონცენტრაცია სამჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტში. თამბაქო, თითქოს, ძალას მატებს ფეხბურთელს, ეხმარება უფრო მეტად კონცენტრირებული იყოს და ამცირებს ჭამის მადას. 
"სნუსი” 1999 წლიდან ევროკავშირის ქვეყანებში აკრძალეს გარდა, შვედეთისა და ნორვეგიისა, რადგან კიბოს იწვევს. დღეისთვის, ნივთიერება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მონიტირინგის სიაშია შეტანილი.
მარტში, “ლესტერის” სტადიონის სათადარიგოთა სკამზე “სნუსის” პაკეტი აღმოაჩინეს.
"მოთამაშეები მას თამაშამდე და თამაშის დროსაც იღებენ. შემდეგ ჯერზე, როცა თამაშს ნახავთ, მიაქციეთ ყურადღება, რამდენ ფეხბურთელს აქვს რაღაც ზედა ტუჩზე. ეს საკონტროლო ნიშანია”,- ჰყვებიან გამოცემასთან მწვრთნელები.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ქართულ ღვინოზე გადაღებული ფილმი ამერიკის კინოთეატრებში აჩვენეს

ახალგაზრდა ამერიკელი რეჟისორისა და სომელიეს საქართველოში ხუთთვიანი მოგზაურობის შემდეგ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი შეიქმნა, რომელიც ბერლინის კინოფესტივალის შემდეგ ამერიკის არაერთ კინოთეატრში უკვე ბევრმა მაყურებელმა ნახა. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
„ჩვენი სისხლი ღვინოა“ ​- ამ ფილმის ავტორები ქართული ღვინის 8 000-წლოვანი ისტორიის ნაკვალევზე ცდილობენ უცხოელ მაყურებელს ყურძნის და ღვინის მიმართ ქართველების დამოკიდებულება და მათი უნიკალური კავშირი აჩვენონ.
ფილმის ავტორები, ემილი რეილსბექი და ჯერემი ქუინი ამბობენ, რომ არ უნდოდათ მოეყოლათ მხოლოდ ღვინის წარმოებისა და ბიზნესის შესახებ. მათ სურდათ ეჩვენებინათ ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ოჯახური ტრადიცია და იდენტობის ნაწილია.
ჩიკაგოელი სომელიე ჯერემი ქუინი საქართველოში პირველად 2014 წელს ჩავიდა.
ქართული მეღვინეობის 8000-წლოვანი ისტორიის კვალდაკვალ ემილიმ და ჯერემიმ დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყეს.
ფილმისთვის საჭირო დაფინანსება მოგვიანებით მოიპოვეს, ამიტომ ფილმის გადაღება Iphone 6 -ით დაიწყეს. 
ფილმისთვის ორიგინალური მურიკა ჩიკაგოში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა ნინო არობელიძემ - Girl Named Nino შექმნა. 
ემილი რეილსბექი ამბობს, რომ ფილმის მონტაჟს 2 წელი დასჭირდა.
ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, პორტლენდი, ვაშინგტონი, ჩიკაგო, ნიუ-იორკი - ფილმი ამერიკის სხვადასხვა შტატში უკვე აჩვენეს, ამერიკაში მცხოვრები ქართველების გარდა, დარბაზებში ისეთი ადამიანებიც ბევრნი იყვნენ, ვისაც საქართველოში უმოგზაურია ან გეგმავს, სამომავლოდ ეწვიოს საქართველოს
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ოქროს მედლი საქართველოს თამაზ კირაკოზაშვილმაც მოუტანა

დასრულდა შეჯიბრი 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაშიც, რომლის გამარჯვებული თამაზ კირაკოზაშვილი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ის პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუთიძეს დაუპირისპირდა და იპონით გაიმარჯვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ნუგზარ ტატალაშვილმა და უკრაინელმა სერჰი კრივჩაჩმა მოიპოვეს.
ამრიგად, თბილისის წლევანდელ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ათი მედალი აქვს.
ამით თბილისის გრან-პრიზე დღევანდელი დღეც დასრულდა. ხვალ მამაკაცებს შორის კიდევ სამ, ქალებს შორის კი ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/




საფრანგეთში თვითმფრინავი გზატკეცილზე დაეცა. არის მსხვერპლი


საფრანგეთში ქალაქ სენ-შამონის მახლობლად გზატკეცილზე თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ორივე მგზავრი გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, მფრინავი აპარატი ქუჩაზე მოძრავ ავტომობილებს არ დაეჯახა. თვითმხილველების თქმით პილოტმა მოულოდნელად დაკარგა მართვის საშუალება და მსუქუბმა თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო.
imedinews.ge

კახეთში დაარსებული მეფუტკრეობის საწარმო სეზონზე 6 ტონა თაფლს აწარმოებს

მეფუტკრეობის საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში, - რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, სეზონზე 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებენ. საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. აღნიშნული საწარმო 2014 წელს გაიხსნა. 
საწარმო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
კომპანია „შპს თაფლიკაცი“ პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 60 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტს შეადგენს ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.
2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის.
ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 845-ზე მეტი მოქმედი და 170 ახალი საწარმო. კახეთის რეგიონში შექმნილია 55 ახალი საწარმო და გაფართოვდა 120 საწარმო.
imedinews.ge

კვირიკაშვილი საქართველოს რეფერენდუმის დღეს ულოცავს


პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს რეფერენდუმის დღეს ულოცავს. პრემიერი მილოცვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"1991 წლის 31 მარტი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში - ამ დღეს გამართული რეფერენდუმის შედეგებმა საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და განსაზღვრა საქართველოს მომავალი.
ქართველ ხალხს არასოდეს უღალატია თავისუფლების იდეისთვის - 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, ამ იდეას ხორცი შეესხა და დამოუკიდებლობის აქტის მიღებით საქართველომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.
დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენის ურყევი ნება გამოჩნდა სწორედ 31 მარტის რეფერენდუმზე - ჩვენმა ხალხმა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, ხმა მისცა ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
ამ ისტორიული დღის მთავარი მოქმედი პირი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იყო, რომელსაც დღეს 79 წელი შეუსრულდებოდა.
ვულოცავ მთელ საქართველოს რეფერენდუმის დღეს, ვუსურვებ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას"- წერია პრემიერის განცხადებაში.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

სტუდენტების პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის ქუთაისში უნივერსიტეტი დააჯარიმეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯარიმა. ინფორმაციას 1tv.ge-ი ავრცელებს.
უმაღლეს სასწავლებელს ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, უნივერსიტეტს დაევალა, განსაზღვროს სტუდენტებისთვის მათი ფინანსური დავალიანების არსებობისა და სტუდენტის სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალურად მიწოდების სტანდარტული წესი და პროცედურა. გატარებული ღონისძიებების შესახებ კი, ადმინისტრაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა აცნობოს.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ ჯარიმა სამართლიანია, რადგან უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციამ სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა ვერ უზრუნველყო.
უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის საინფორმაციო დაფაზე საჯაროდ განთავსდა 150 მე-3 და მე-4 კურსელის სია, რომელთან ფინანსური დავალიანება ქონდათ, რის გამოც სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ. სტუდენტების სახელებისა და გვარების გარდა, დაფაზე მითითებული იყო მათი პირადი ნომრებიც.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

დღეს საქართველოში გამოიდარებს


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +11, +16 გრადუსია მოსალოდნელი.
1 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს,
თბილისში საღამოს და ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ჩინელმა არქეოლოგებმა 4 000 წლის წინანდელი 500 არტეფაქტი აღმოაჩინეს


ჩინელმა არქეოლოგებმა 4 000 წლის წინანდელი 500 არტეფაქტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს
ნეოლითურ ნანგრევებზე არქეოლოგებმა ორი უძველესი სამარხი იპოვეს. სამარხებთან ერთად ნაპოვნია სხვადასხვა უძველესი ნივთები. 
არქოლოგიური სამუშაოები ერთ-ერთ პროვინციაში, ძველი ნანგრევების ტერიტორიაზე გაიმართა. სფეროს სპეციალისტები ამ ტერიტორიას 2013 წლიდან აკვირდებიან. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ახმეტაში თაფლის გადამამაუშვებელ საწარმოში 60 000 დოლარის ინვესტიაცია განხორციელდა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეფუტკრეობის საწარმო ახმეტის მუნიციპალიტეტში, - „შპს თაფლიკაცი“ რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„შპს თაფლიკაცი“ მეფუტკრეობის საწარმოში სეზონზე 25 000 სკის ჩარჩოს, 28 000 ცალ ფიჭას და 6 ტონა თაფლს აწარმოებენ. საწარმოში 8 ადამიანია დასაქმებულია. პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. საწარმო 2014 წელს გაიხსნა. კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 60 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 30 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტს შეადგენს ხოლო 30 000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

Friday, March 30, 2018

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოთხივე პრიზიორი ქართველია


თბილისის საერთაშორისო ტურნირზე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს ფინალიც გაიმართა, სადაც ისევ ქართველმა სპორტსმენმა, ამჯერად თემურ ნოზაძემ გაიმარჯვა. მან რუსი ალბერტ მონგუში დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
ამავე წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ორი ქართველი სპორტსმენი ეჯიბრება, რეაც იმას ნიშნავს, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლებიც საქართველოს დარჩება.
ფინალური შეხვედრა ამირან პაპინაშვილსა და ლუხუმ ჩხვიმიანს შორის გაიმართება.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ბათუმში დამატებით 50 მოსაცდელს დაამონტაჟებენ

ბათუმში ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანიის მიერ ხარვეზით დამონტაჟებულ მოსაცდელებზე განმარტებები დღეს ლევან ფხაკაძემ გააკეთა.
ვისოლ ჯგუფის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, არაადაპტირებულ მოსაცდელებზე ხარვეზის აღმოფხვრა უკვე დაწყებულია, ხოლო რაც შეეხება იმ კონსტრუქციებს, რომლებიც ტროტუარებს კეტავს, ლევან ფხაკაძის განმარტებით,  მდგომარეობა შეიცვლება და გადაადგილების პრობლემა ტერიტორიაზე  აღარ იქნება.
დღესვე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელებას. შპს „ალმა“ ბათუმში დამატებით  50 ძველ მოსაცდელს ახლით ჩაანაცვლებს. თითოეულ კონსტრუქციაზე 20 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.  მოსაცდელები აღჭურვილი იქნება ელექტრონული საათითა და ტელეფონის დასამუხტი მოწყობილობით.
ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „ალმამ“ ბათუმის ქუჩებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. თუმცა უკვე დამონტაჟებული მოსაცდელები მერიისთვის გადაგზავნილ ესკიზზე გამოსახულისგან ბევრად განსხვავდება. კონკრეტულად კი დამონტაჟებულ მოსაცდელებს ღია შესასვლელი არ დაუტოვეს
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

კალიფორნიაში ყავის შეფუთვას სიმსივნის განვითარების გამაფრთხილებელი წარწერა უნდა ახლდეს

კალიფორნიაში ყავის დისტრიბუტორმა კომპანიებმა გასაყიდ პროდუქციაზე აუცილებლად უნდა მიუთითონ, რომ პროდუქტი კანცეროგენულ ნივთიერებას შეიცავს. შესაბამისი გადაწყვეტილება ლოს-ანჯელესის უზენაესმა სასამართლომ ტოქსიკური ნივთიერების მკვლევარი არაკომერციული ორგანიზაციის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც ყავის გამყიდველ 90 კომპანიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.
კალიფორნიაში კანონი კომპანიებს ავალდებულებს, მომხმარებელი გააფრთხილონ, როცა მათი პროდუქცია კანცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ყავის მოხალვის დროს გამოიყოფა კანცეროგენული ნივთიერება „აკრილამიდი“, რომელიც მოხარშულ ყავაშიც საკამოდ მაღალი დოზით რჩება.
მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, ვერც „სტარბაქსმა“ და ვერც სხვა რომელიმე კომპანიამ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ყავის მოხალვის შედეგად წარმოქმნილი კანცეროგენული ნივთიერება ჯანმრთელობას მხოლოდ უმნიშვნელო რისკს უქმნის.
ყავის დისტრიბუტორი კომპანიები, მათ შორის გიგანტური მულტინაციონალური ქსელები, როგორიცაა „სტარბაქსი“, „მაკდონალდსი“ და „დანკინ დონატსი“, ჯერჯერობით კომენტარებს არ აკეთებენ. თუმცა ამერიკის „ყავის ეროვნული ასოციაციის“ განცხადებით, ინდუსტრია სააპელაციო სარჩელის შეტანას განიხილავს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

ახალციხეში გარდაცვლილ პაციენტზე კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს

ახალციხეში კლინიკაში გარდაცვლილი პაციენტის შესახებ კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს.
"უპირველეს ყოვლისა ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და თანადგომას ვუცხადებ მათ. პაციენტმა 28 მარტს იმშობიარა ყოველგვარი გართულების გარეშე, მშობიარობას მისი ოჯახის წევრიც დაესწრო. გუშინ დედა-შვილი მისმა ნათესავებმა მოინახულეს, პაციენტს კლინიკა ხვალ უნდა დაეტოვებინა თუმცა დღეს დილით, გამთენიისას თამამშრომლებმა ის გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან სახელმწიფო ექპსერტიზა დაადგენს რეალურ მიზეზს. თუ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, კლინიკის რომელიმე თანამშრომლის პასუხისმგელობის საკითხი გამოიკვეთება, კლინიკის ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს მიიღებს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს,"- განაცხადა კლინიკა "იმედის" დირექტორმა დავით მაისურაძემ.
ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ გამთენიისას 22 წლის ქალი გარდაიცვალა. ექიმების წინასწარი ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების მიზეზად თრომბი იქცა.
ოჯახის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას კლინიკა „იმედის“ ხელმძღვანელობას აკისრებენ.
შსს-ს ინფორმაციით, 30 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ახალციხეში შ.პ.ს კლინიკა ,,იმედში” მშობიარობიდან მეორე დღეს გარდაიცვალა 1995 წელს დაბადებული ქალი.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე საქართველოს ეწვევა

2018 წლის 2 აპრილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას ამერიკის შეერთებული შტატების მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ელისონ ქეი დანქენი ეწვევა.
მოსამართლე დანქენი საქართველოს ერთი კვირით სტუმრობს. 2 აპრილს იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას გახსნის და ისაუბრებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.
მოსამართლე დანქენი ასევე მოკლედ გააცნობს საბჭოს წევრებს საქართველოში მისი ერთკვირიანი ვიზიტისას დაგეგმილ აქტივობებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც უწიგნურობაზე მეტყველებს


მართალია, წერისას თუ მეტყველებისას ყველას დაგვირღვევია გრამატიკული წესები, მაგრამ ზოგიერთი შეცდომა განსაკუთრებით მიუტევებელია.
თუ არ იცით, რომ გუშინ მაგრათ კი არა, მაგრად გაერთეთ ან ფიქრობთ, რომ არაფელი არ უნდა დაგელიათ, ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.
განაგრძეთ კითხვა და ნახეთ 10 გრამატიკული შეცდომა, რომელიც არასდროს უნდა დაუშვათ:

1. ალბად

შეცდომაა: ალბად, მოგენატრე.
სწორია: ალბათ, მოგენატრე.

2. რამის

შეცდომაა: რამის დედაჩემში ამერიე.
სწორია: ლამის დედაჩემში ამერიე.

3. საავანტყოფო

შეცდომაა: საავანტყოფოში დააწვინეს.
სწორია: საავადმყოფოში დააწვინეს.
ავადმყოფი - ავად + მყოფი.

4. მაგრათ

შეცდომაა: მაგრათ ვიცინე.
სწორია: მაგრად ვიცინე.
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

5. ბევრჯელ

შეცდომაა: ბევრჯელ გავუმეორე.
სწორია: ბევრჯერ გავუმეორე.

6. არაფლის

შეცდომაა: არაფლის.
სწორია: არაფრის.

7. საქმის ყურში

შეცდომაა: მამაჩემი საქმის ყურშია.
სწორია: მამაჩემი საქმის კურსშია.

8. ჩემს ამპულაში

შეცდომაა: ჩემ ამპულაში ვარ.
სწორია: ჩემს ამპლუაში ვარ.

9. ბიზმესმენი

შეცდომაა: ჩემი შეყვარებული ბიზმესმენია.
სწორია: ჩემი შეყვარებული ბიზნესმენია.

სიტყვიდან - ბიზნესი.

10. რეამინაცია

შეცდომაა: რეამინაციაში მოათავსეს.
სწორია: რეანიმაციაში მოათავსეს.

თქვენ რომელი შეცდომა გეზიზღებათ ყველაზე მეტად?

on.ge