Pages

Wednesday, March 14, 2018

რუსი მასწავლებლები, რომლებსაც ბავშვებმა გაუპატიურებაში დასდეს ბრალი, სამსახურს დაუბრუნდნენ

რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის ოლქის ინტერნატში, სადაც თებერვალში არასრულწლოვნების გაუპატიურებების შესახებ ცნობები გაავრცელდა, ყველა მასწავლებელი სამსახურს დაუბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა 74.ru-ს დაწესებულების დირექტორის მოადგილემ განუცხადა.
ინფორმაცია დაადასტურა ერთ-ერთმა მოსარჩელე ოჯახმაც. პედაგოგებმა წარმატებით გაიარეს პოლიგრაფზე შემოწმება და გამომძიებლებს მათთან კითხვები აღარ აქვთ. გადაწყდა, რომ 11 წლის ბიჭს, რომელმაც მოსარჩლემ იშვილა, ფსიქოლოგები ფანტაზირების მიმართ მიდრეკილებაზე შეამოწმებენ. 
20 თებერვალს, რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის გამოცემა 74.ru-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ინტერნატის სკოლის მოსწავლე ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე ეწერა. გამოძიების ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ ინტერნატში სისტემატურად აუპატიურებენ ბავშვებს, ხოლო დაწესებულების ხელმძღვანელობა ამაში ფულს იღებს.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment