Pages

Wednesday, March 14, 2018

Apple-ის AirPower-ი მარტის ბოლოდან გაიყიდება

Apple-ის ახალი პროდუქტი AirPower-ი, რომელსაც ერთდროულად სამი მოწყობილობის დამუხტვა შეუძლია, მარტის ბოლოდან გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რომელიც საიდუმლო წყაროს ეყრდნობა, Apple-ის დასამუხტი სადგურის სიმძლავრე 28 ვატი იქნება, რაც 3,8-ჯერ მეტია ვიდრე შეუძლია iPhone X-მა მიიღოს. ეს შესაძლოა მომავალში მოწყობილობების დამუხტვის სიჩქარეზე დადებითად აისახოს.
AirPower-ით დამუხტვას Apple-ის ზოგიერთი მიმდინარე პროდუქტი და ყველა ახალი შეძლებს. მათ შორისაა AirPods-ების ახალი ქეისიც, რომელიც ამ პროდუქტთან ერთად უნდა გამოვიდეს. მოსალოდნელია, რომ სიახლის ფასი 199$ იქნება.
Apple-მა AirPower wireless დამტენი ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში დაანონსა. 
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment