Pages

Thursday, March 22, 2018

ზუგდიდის საკრებულო ქუჩებისთვის ქალთა სახელების მინიჭებაზე იმუშავებს

ზუგდიდის საკრებულო ქალაქის ქუჩებითვის იმ ქალების სახელის მინიჭებაზე იმუშავებს, რომელთაც ქალაქის, რეგიონის თუ ქვეყნის განვითარებაში წვლილი აქვთ შეტანილი. ინფორმაციას livepress-ი ავრცელებს. 
ამ თემაზე შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, დაინტერესებული პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა შორის გაიმართა. შეხვედრაზე თქვეს, რომ არის ძალიან ბევრი ქალი, რომელთა სახელებიც დაიკარგა, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი როლის გახსენება და წინ წამოწევა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, ნინა ხატისკაცის თქმით, უკვე რამდენიმე წელია დაწყებულია პროცესი, ქუჩებს ცნობილი და დამსახურებული ქალების სახელები მიენიჭოს. 
შეხვედრის მონაწილეებმა რამდენიმე ქალიც დაასახელეს, რომელთა სახელებიც შესაძლოა ზუგდიდში სხვადასხვა ქუჩას მიენიჭოს. მაგალითად, ისტორიკოსმა და პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა ციცი შენგელიამ გაიხსენა მხედარი თამარ ჭითანავა, რომელმაც საკუთარი ცხენით სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ექვსჯერ მოიგო ინგლისის დერბი, ამასთან ხელი შეუწყო სპორტის მოცემული სახეობის განვითარებას. მანვე დაასახელა ერნა თოდუა, „მზიურის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და კომპოზიტორი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენის“ ხელმძღვანელ მაია კალანდიას ინიციატივით, ზუგდიდში აუცილებლად უნდა იყოს ეკატერინე ჭავჭავაძის სახელობის ქუჩა, რომელმაც ხელი შეუწყო სამეგრელოს ევროპეიზაციას და დაუპირისპირდა რუსეთის იმპერიას.
შეხვედრაში სკაიპით მიიღო მონაწილეობა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა ნინო ლეჟავამ. მან ისაუბრა პროექტის ფარგლებში გამოცემულ ბარათების კრებულზე „50 ქალი საქართველოდან“, რომელიც შეგვახსენებს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მცხოვრებ ქართველ ქალებს და მათ დამსახურებებს კულტურის, თუ სხვა სფეროში. 

საკრებულოს ეკონომიკის და ურბანული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ თქვა, რომ ქუჩების სახელდების პროცესში გენდერული მიდგომების მომხრეა, თუმცა მისი თქმით, ეს ბუნებრივად უნდა მოხდეს და არა ხელოვნურად.
11  მარტს ზუგდიდის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ლაგვილავამ თქვა, რომ ბოლშევიკური სახელდების მქონე ქუჩებისთვის სახელების გადარქმევაზე კომისიამ მუშაობა დაიწყო.
imedinews.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment