საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაცემა P.S.-ის წამყვანს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი არ დაურღვევია. ინფორმაციას გამოცემა "ლიბერალი" ავრცელებს.
"მე-7 პრინციპის თანახმადაც, „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."
განმცხადებელს, თორნიკე კაკალიშვილს მიაჩნდა, რომ 18 მარტს გადაცემა P.S.-ის ერთ-ერთი სიუჟეტის წარდგენისას იესოს შესახებ წამყვანმა ტექსტით „მასხარად აიგდო და, ფაქტობრივად, ფეხქვეშ გათელა წმინდა სახარება და მთელი ქრისტიანული სწავლება/ღვთისმეტყველება. გაბუნიამ ათობით ათასი ტელემაყურებლის წინაშე, პირდაპირ ეთერში, აგდებულად მოიხსენია კაცობრიობის მხსნელი, ჩვენი უფალი-ღმერთი იესო ქრისტე და წაახალისა ქრისტიანთა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია". - ნათქვამია განცხადებაში.
თავად ჟურნალისტი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ ბოდიშს არ მოიხდის.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან გუშინ პოლიციამ ქართული მარშის 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - თქვა გაბუნიამ
imedinews.ge
No comments:
Post a Comment