Pages

Sunday, March 4, 2018

მედიის დაფინანსებაზე შვეიცარიაში რეფერენდუმი გაიმართა

მედიის დაფინანსების საკითხზე შვეიცარიაში რეფერემდუმი გაიმართა. გამოკითხულთა 72 %-მა რეფორმაზე უარი თქვა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანასების ძველ მოდელს დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც ნაციონალურ სამაუწყებლო კორპორაცია SBC-ის ფუნქციონირებისთვის შვეიცარიაში სახლების მფლობელები წელიწადში დაახლოებით 500 დოლარს იხდიდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
თანხები ქვეყანაში მოქმედი ყველა ნაციონალურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და რეტორომანულ ენებზე მაუწყებლობის დაფინანსებას ხმარდება.
რეფორმის მოწინააღმდეგეები ენათა მრავალფეროvნების შენარჩუნების აუცილებლეობაზე მიუთითებენ, მათი მტკიცებით დაფინანსების შეწყვეტა ნაკლებად პოპულარულ ენებზე მაუწყებლობას ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის. რეფორმის მომხრეები კი მიჩნევდნენ, რომ მათ მხოლოდ იმ სერვისის ღირებულება უნდა გადაიხადონ, რომელსაც უპირატესობას ანიჭებენ.
imedinews.ge

https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment