Pages

Saturday, March 17, 2018

ზიდანმა განმართა, თუ რატომ არ სურდა "იუვენტუსთან" შეხვედრა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგებზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.
"ყოველ ჯერზე, როდესაც "იუვენტუსის" წინააღმდეგ მიწევს თამაში, იმის გათვალისწინებით, რომ ამ გუნდში ხუთი წელი გავატარე, ვღელავ. ამ გუნდთან შეხვედრისთვის თავის არიდება სხვადასხვა მიზეზების გამო მსურდა.
ვკონცენტრირდები იმაზე, რომ ფეხბურთელებს ამ მატჩისთვის საჭირო განწყობა მივცე და გვერდზე გადავდებ მოგონებებს იმის შესახებ, თუ როგორი დრო გავატარე იქ. თუმცა, ის მუდამ მახსოვს და მემახსოვრება." - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Mundo Deportivo.
"იუვენტუსისა" და "რეალის" დაპირისპირებები 3 და 11 აპრილს გაიმართება, პირველ მატჩს ტურინი უმასპინძლებს, ხოლო საპასუხოს - "სანტიაგო ბერნაბეუ".
setanta.ge
https://www.facebook.com/www.Hedu.Ge/

No comments:

Post a Comment