იტალიელმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „იუვენტუსისა“ და „რომას“ შანსები შეაფასა, რომლებიც „რეალსა“ და „ბარსელონას“ დაუპირისპირდებიან.
„რეალი“ და „ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად ტურნირის ფავორიტები არიან, თუმცა „იუვენტუსსა“ და „რომას“ ნახევარფინალში გასვლა შეუძლიათ.
რომაელებმა მეოთხედფინალში გასვლით უკვე საოცარი შედეგი აჩვენეს. მათ „ჩელსისა“ და „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ კონკურენციას გაუძლეს და ჯგუფური ეტაპი დაძლიეს. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიელები ბოლომდე იბრძოლებენ. „ბარსელონას“ ღრმა პატივისცემის მიუხედავად ვფიქრობ, რომ მათი არავის ეშინია.“-ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Corriere dello Sport.
BARCAMANIA.GE
No comments:
Post a Comment