გაეროში ყაზახეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ქაირათ უმაროვმა ბირთვული იარაღის აკრძალვაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ნიუ-იორკში შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ყაზახეთი ბირთვული განიარაღების შესახებ პირველი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ტექსტის დამუშავებასა და მიღებაში აქტიურად მონაწილეობდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment