ინდოეთის შტატ ტრიპურში პარტიამ "ბხარატია ჯანატა" (ინდოეთის სახალხო პარტია) პროლეტარიატთა ბელადის ვლადიმერ ლენინის ძეგლი აიღეს, რომელიც ქალაქ ბელონიის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანზე იდგა. თვითმხილველების თმით, მას შემდეგ რაც ძეგლი ექსკავატორით აიღეს, ის მიწაზე დაანარცხეს. ძეგლს თავი მოტყდა, ხოლო შეკრებილებმა მისით ფეხბურთის თამაში დაიწყეს.პორტალ Outlook India-ს ცნობით, ინდოეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა, "ბხარატა ჯანატას" მხარდამჭერები კომუნისტოფობიაში დაადანშაულა და მთავრობას სიტუაციაზე ყურადღების მიქცევა მოსთხოვა.
მონუმენტის აღება "ბხარატა ჯანატას" პარტიის გამარჯვებას მოჰყვა, რომელმაც საერთონაციონალური პარტიის არჩევნებში, კომუნისტებს აჯობა, რომლებიც შტატის ხელისუფლებაში 25 წლის განმავლობაში იყვნენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment